Posts

მეცხრე დღე.

ტრენინგის ბოლო დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე, განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისათვის, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი მუშაობის ეფექტიანობისათვის. დავატვალიერეთ და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები. ტრენერმა კიდევ ერტხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა და აღნიშნა, რომ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულაა 4. ტრენინგი ჩაითვლება გავლილად თუ მოვაგროვებთ მინიმუმ 30 ქულას. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პორტფოლიო დადებითად შეფასდება. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. მადლობა თამუნა მოლაშვილს საინტერესოდ ჩატარებული ტრენინგისათვის. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებებს.
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ, ნახოთ  და შეაფასოთ ჩემი პირტფოლიო

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღემ საინტერესოდ ჩაიარა, ვისაუბრეთ ისტ-ის სტანდარტებზე, დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები, შევარჩიეთ ჩვენთვის სასარგებლო, ვიმუშავეთ  google form-ში, შევქმენით გამოკითხვა. ტრენინგმა სასიამოვნო სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი,ვნახეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება,დავათვალიერეთ ელექტრონული რესურსები, სადაც იყო კონკრეტული მითითებები რომელიც გავწერეთ . ჩამოვტვირთეთ განმავითარებელი შეფასება და სევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. შევქმენით შაბლონები და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.

მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა მასალა,გავეცანით საავტორო უფლებებს,ვისწავლეთ ვებ საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.