მეცხრე დღე.
ტრენინგის ბოლო დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე, განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისათვის, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი მუშაობის ეფექტიანობისათვის. დავატვალიერეთ და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები. ტრენერმა კიდევ ერტხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა და აღნიშნა, რომ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულაა 4. ტრენინგი ჩაითვლება გავლილად თუ მოვაგროვებთ მინიმუმ 30 ქულას. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პორტფოლიო დადებითად შეფასდება. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. მადლობა თამუნა მოლაშვილს საინტერესოდ ჩატარებული ტრენინგისათვის. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებებს.